არჩევნები 2020

თალაკვაძე: ბოლო 1 წელია, ოპოზიცია შატალოზე იყო წასული

ბოლო ერთი წელია ოპოზიცია შატალოზე იყო წასული და ისიც ნახეთ, რომ პარლამენტმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების მიღება. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედია იქნება ქვეყნისთვის. არის სხვა ოპოზიციური ჯგუფები, ჯანსაღი ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც, ვფიქრობ, მეტი სივრცე სჭირდებათ პოლიტიკაში. [...] 2024 წელს ახალი პოლიტიკური პარტიები და ისინი, ვინც ახლა შევიდნენ პარლამენტში, მიიღებენ უფრო მეტ დაფინანსებას ბიუჯეტიდან და უფრო უკეთ მოემზადებიან შემდეგი პარლამენტისთვის. 

ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ ნაციონალური მოძრაობის შანტაჟს დაექვემდებარებიან დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ მომავალში შანსი, რომ მომავალში დაიკავონ ამ დესტრუქციული, მავნებელი პოლიტიკური ძალის ადგილი საქართველოს პოლიტიკაში, და ეს იქნება ნორმალური, ჩვენც ამიტომ გავატარეთ ეს რეფორმები, გეტყვით, რას ვაპირებთ ჩვენ. ერთ წელში არის თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, გვაქვს სადამკვირვებლო მისიის შეფასებები, სადაც ეს არჩევნები არის ლეგიტიმურად აღიარებული [...] შესაბამისად, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში პანდემიის კრიზისის მართვასთან ერთად, ჩვენი გეგმის და ხედვის განხორციელებასთან ერთად, ჩვენ იმ ოპოზიციას, რომელიც ახლა აშანტაჟებს დანარჩენებს, ბოლომდე გავუფორმებთ ამ უპასუხისმგებლობას და ამაზე პოლიტიკურ ფასს გადავახდევინებთ, ძალიან მნიშვნელოვანს.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები