არჩევნები 2020

კალაძე: გულწრფელად, მეგონა, უფრო მეტს მივიღებდით

"გულწრფელად, მეგონა, უფრო მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მივიღებდით." - ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.

"ქართულმა ოცნებამ იგივე შედეგი დადო, რაც 2016 წელს. დამატებით, 100 000-ზე ცოტა მეტი ხმა მივიღეთ, უბრალოდ, 2016 წელთან შედარებით ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული არჩევნებზე და ამის გამო მივიღეთ 48%. 

მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას, გულწრფელად, მე მეგონა, რომ უფრო მეტს მივიღებდით პროცენტულ მაჩვენებელს. ასევე, მეგონა, რომ ამდენი მეორე ტური არ დაგვჭირდებოდა. თუმცა აქ არაფერი საგანგაშო არ არის, ესეც დემოკრატიული პროცესების ნაწილია." - ამბობს კალაძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%. არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1% 

ასევე, თბილისში ყველა ოლქში მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები