არჩევნები 2020

ისნის ოლქში დათვლილია ხმების 100%, კახიშვილი - 46.74%, დეკანოიძე - 27.23%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ისნის მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია ხმების 100% (სულ 85 უბანი).

საბოლოო შედეგებით ისნის ოლქში მეორე ტური გაიმართება. შედეგები კი ასეთია:

კახა კახიშვილი - 46.74% (25 164 ხმა)

ხატია დეკანოიძე - 27.23% (14 658 ხმა)

ცესკოს ბოლო მონაცმებით სულ დათვლილია ხმების 100%. თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

კომენტარები