არჩევნები 2020

კობახიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის საელჩოს შეფასება

ფორმულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო შემფასებლებისა და ამერიკის საელჩოს შეფასებები არჩევნების შესახებ. მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები აცდენილია საერთაშორისო შემფასებლების დასკვნებთან

"ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში და, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების ჩატარდა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეფასება და ამერიკის საელჩოს, ქალბატონი კელი დეგნანის წვლილი ახალი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება და საარჩევნო კოდექსის დახვეწა. 

აცდენილია ჩვენი საერთაშორისო შემფასებლების დასკვნებთან ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მშვიდად გაგრძელდება პროცესი მეორე ტურამდე და შემდეგ პარლამენტის პირველ სხდომამდე. ამის საფუძველზე შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა". – თქვა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ს საელჩომ 31 ოქტომბერის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ იზიარებენ ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა".

ეუთო/ოდირის შეფასება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები