არჩევნები 2020

დიდუბე-ჩუღურეთში მეორე ტურში ვოლსკის ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდება – მონაცემები გასწორდა

მას შემდეგ, რაც გირჩის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ შედეგებში ასახული არ იყო ერთი ოქმის შესწორება, ცესკომ მონაცემები განაახლა. 

ბოლო შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატ გია ვოლსკის (42.69%) მეორე ტურში ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდება. მას 21.09% აქვს, ანა დოლიძეს კი – 20.96%.

თავდაპირველად ცესკოს საიტზე ზურაბ ჯაფარიძეს 14 429 ხმა ეწერა, რის შედეგადაც, მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე გადიოდა. თუმცა, მოგვიანებით, გირჩის ლიდერმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ოქმის შესწორება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასახული არ ჰქონდა, რის გამოც, მას 100 ხმით ნაკლები ეწერა. 

ჯაფარიძის განცხადებიდან რამდენიმე წუთში ცესკომ მონაცემები განაახლა. 

კომენტარები