არჩევნები 2020

ცესკო: დიდუბის ოლქში დათვლილია ხმების 100%, მეორე ტურში 9 ხმის სხვაობით ანა დოლიძე გავიდა

განახლება: ცესკოს ვებ-გვედრზე მონაცემები 20:30-ზე განახლდა. ახალი მონაცემებით მეორე ტურში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გავიდა.

_____

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დათვლილია ხმების 100% (სულ 104 უბანი).

საბოლოო შედეგებით ოლქში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც გიორგი ვოლსკის ანა დოლიძე დაუპირისპირდება.

შედეგები კი ასეთია:

გიორგი ვოლსკი - 42.76% (29 414 ხმა)

ანა დოლიძე - 20.99% (14 438 ხმა)

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 20.97% (14 429 ხმა)

კომენტარები