არჩევნები 2020

ჯაფარიძე: მანდატებთან დაკავშირებით გირჩს პოზიცია არ დაუფიქსირებია

გირჩი

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ გირჩს, ისევე როგორც სხვა პარტიების ნაწილს,  მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით არ აქვთ პოზიცია დაფიქსირებული.

"ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არცერთ პარტიას არ აქვს. ერთ-ერთ ვერსიად ეგეც განიხილებოდა ნამდვილად ამ შეხვედრაზე. გარეთ რა განცხადებები გააკეთეს, არ ვიცი, მაგრამ შიგნით შეხვედრის დროს გირჩი არ იყო ერთადერთი. გირჩს ამასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია. ჩვენ ბევრი კითხვები დავსვით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც მე დავსვი, გვაქვს თუ არა ჩვენ დამატებითი მტკიცებულებები, გარდა იმისა, რაც აქვთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც შემდეგ გააკეთეს შეფასებები. ეს არის ტყუილი, რომ გირჩი იყო ერთადერთი, ვინც ამის წინააღმდეგი იყო, გირჩს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია. საბოლო ჯამში, გირჩი დარჩება ერთგული, თუ რამე საერთო პოზიცია იქნება, მაგრამ ბევრ კარგ პარტიას ამასთან დაკავშირებით ჰქონდა არა მხოლოდ კითხვები, არამედ განსხვავებულ პოზიციაც და მათ შორის პრობლემებიც დაასახელეს, რომ ტექნიკურად ამას ვერ გააკეთებენ." -- პასუხობს ჯაფარიძე, ფორმულას ჟურნალისტის კითხვას.

 

კომენტარები