არჩევნები 2020

უგულავა: არ ვცნობთ არჩევნების უფლებამოსილებას, საბოლოო პოზიცია დღეს ან ხვალ ჩამოყალიბდება

სხვა პარტიებზე ვერ ვისაუბრებ, ევროპული საქართველო ვთვლით, რომ ეს არ იყო არჩევნები, არ ვცნობთ ამ არჩევნების უფლებამოსილებას. იმ ადამიანებს, ვინც სიით გავიდა, უნდა დაველაპარაკოთ, რა თქმა უნდა, საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება დღეს ან ხვალ.

თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგი უგულავამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები