არჩევნები 2020

სააკაშვილი: ოპოზიცია თუ გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, თვითმფრინავს მოვახტები

თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს. რომ არ თქვას მერე ვინმემ, რომ სააკაშვილმა ჩაგვიშალა ჩვენი დიდი გეგმებიო.

მე ვარ მზად, ვიყო ერთერთი მათგანი. მე არ მინდა არც ერთი თანამდებობა. მე ვარ მზად ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ. თუ ოპოზიციური პარტიები შეკრებაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო და ქართველ ხალხს ეს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია არც ციხის, არც მოკვლის, არც არაფრის.

ამბობს ტვ პირველის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები