არჩევნები 2020

ლელო: არ ვაღიარებთ შედეგს, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან

ლელო არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ამის შესახებ პარტიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ლელოში ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. პარტია ამომრჩეველსა და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს.

"2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. ქართულმა ოცნებამ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. ლელო არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ... ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან. ლელო არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და ქართული ოცნების მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას". – წერია ლელოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 4 საათზე ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები პარლამენტთან არჩევნები შედეგების გაპროტესტებასა და აქციის გამართვას აპირებენ.

ყველა სიახლე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

კომენტარები