არჩევნები 2020

კანდელაკი: ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ვარდების რევოლუციის გაყალბებული არჩევნების შემდეგ

ყველა საზომით, რაც კი არსებობს, ქვეყანა წავიდა უკან ამ წლების განმავლობაში. ეს შედეგები გვაჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ გვქონდა ბევრად უფრო უარესი არჩევნები, ვიდრე წინა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი საქართველოს ჰქონია ვარდების რევოლუციის გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ეს შედეგები, ნაწილობრივ, იმასაც აჩვენებს, რომ არასწორი იყო ის, რომ თბილისის მსგავსად ოპოზიციას არ ჰყავდა საერთო კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით, რაზეც ევროპული საქართველო საუბრობდა. 

ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ტვ პირველის ეთერში. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები