არჩევნები 2020

კალაძე: 2016 წელთან შედარებით, წლევანდელი არჩევნები იყო მოწოდების სიმაღლეზე

შედარება არ შეიძლება 2016 წლის არჩევნებთან. გვახსოვს ჩვენ, როგორი დაძაბული სიტუაცია იყო, რამდენი დაპირისპირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ინფორმაცია გვქონდა მიღებული, ისევ მათივე [ოპოზიციის] შტაბებიდან, რომ ისინი აპირებდნენ გარკვეული დესტრუქციის შემოტანას კონკრეტულ ოლქებში, კონკრეტულ ქალაქებში და ფაქტიურად ჰქონდათ ამის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ. იმიტომ, რომ ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერები, მაქსიმალურად ყველა გაფრთხილებული იყო, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყოლოდნენ. შესაბამისად, ყველაფერი შედარებითია. 2016 წელს გაცილებით უფრო მეტი პრობლემები იყო. ამ თვალსაზრისით, წლევანდელი არჩევნები, თუ შედარებას გავაკეთებთ, იყო მოწოდების სიმაღლეზე.

ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას არჩევნებში დარღვევებზე.

კომენტარები