არჩევნები 2020

კობახიძე: დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა, ოპოზიცია ვერ დახვდა ღირსეულად

დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა და ამ შემთხვევაში, გუშინ, მათ [ოპოზიციამ] გამოავლინეს, რომ ვერ დახვდნენ ღირსეულად დამარცხებას. ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცესკოში და როგორ იქცეოდნენ ცესკოს კომისიის თავმჯდომარის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას ისევე, როგორც ის ქმედებები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ ცესკოს შენობის წინ.

დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათ მარცხიც ისე უნდა მიიღონ, როგორც შეშვენის ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტს, მაგრამ ღირსებაზე როდესაც ვსაუბრობთ ამ პოლიტიკურ სუბიექტთან ცოტა შორსაა ეს ფენომენი.

ამბობს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე.

კომენტარები