არჩევნები 2020

ჟორჟოლიანი: ამას ჰქვია – არჩევნები დაგვახიეს თავზე, თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით

მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა ოცნებას ოქმზე, როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა).

არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი

წერს Facebook-ზე წყალტუბოში ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები