არჩევნები 2020

მელია: ხვალ, 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე

გლდანის ოლქში ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეკრების შემდეგ მათ განცხადება გააკეთეს:

"ხვალ, 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო ომი. ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ყველამ დავინახეთ, რასთან გვქონდა საქმე. ამიტომ, მოკლედ და კონკრეტულად - 4 საათზე ყველანი რუსთაველის გამზირზე". – თქვა ნიკა მელიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ამ დროისათვის ქართულ ოცნებას აქვს ხმათა 50.93%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 24.68%, ევროპულ საქართველოს - 3.87%. ამ დროისათვის დათვლილია უბნების 39.98%. წინასწარი შედეგები დეტალურად ნახეთ აქ.

კომენტარები