არჩევნები 2020

კობახიძე: ნახევარზე მეტ ოლქში ვიგებთ პირველ ტურში

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მათ ხელთ არსებულ წინასწარ მონაცემებზე ისაუბრა:

"ქართულმა ოცნებამ მოიგო აბსოლუტურად ყველა ქალაქი და ყველა რაიონი. ეს არის მყარი მონაცემები, რომლებიც არის წინასწარი, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქალაქი და რაიონი აქვს მოგებული ქართულ ოცნებას, რისთვისაც ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ასევე, ვიტყვით, რომ ნახევარზე მეტ შემთხვევაში, 15 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში ვიგებთ არჩევნებს. თუმცა, მინიმუმ 12 ოლქში შედგება მეორე ტური". – თქვა მან.

რამდენიმე წუთის წინ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები