არჩევნები 2020

"თქვენ ასახავთ ტყუილს" - ენმ-ძალა ერთობაშიას ცესკოს წევრმა ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინა

მაესტრო

ენმ-ძალა ერთობაშიას ცესკოს წევრმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ბრიფინგი შეაწყვეტინა.  

"აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს. დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, რომლებშიც ქართული ოცნების შედეგებია. რეალურად არ არის ასახული ის პროცენტები, რომლებსაც ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს არის ყველაფერი ფარსი და ყალბი". – თქვა მან. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა. დათვლილია 28.2% (1085 უბანი 3847-დან) 

  • ქართული ოცნება - 54.72%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 23.61%
  • ევროპული საქართველო - 3.99%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3.34%
  • ლელო - 2.66%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2.46%
  • გირჩი - 1.91%
  • მოქალაქეები - 0.93%
  • ლეიბორისტული პარტია - 0.92%
  • ერთიანი საქართველო - 0.73%

სხვა პარტიების შედეგები შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები