არჩევნები 2020

ხაბეიშვილი: უბნებზე ბალანსი ვერ დასვეს – 100 კაცია მისული და 300 კაცის ხმაა დაფიქსირებული

სამგორში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ხმების დათვლის დროს მანიპულაციებს აქვს ადგილი. მისივე თქმით, აღნიშნულზე რეაგირება ექნება ოპოზიციასაც და ქართველ ხალხსაც. 

"ცესკო რასაც უნდა, იმას აქვეყნებს. 500 ოქმიდან აარჩევენ 10 კარგს და აქვეყნებენ იმას. არის მანიპულაციები, ვერ დასვეს ბალანსები უბნებზე. 100 კაცი რომ არის მოსული და 300 კაცის ხმა არის დაფიქსირებული - მარტივი არითმეტიკაა საჭირო, რომ ეს ასე ვერ მოხდებოდა. 

ისინი ვერაფრით ვერ გადალახავენ 50%-ს. თუ წავლენ ამაზე, რეაგირება ექნება ოპოზიციასაც და ქართველ ხალხსაც". – ამბობს ხაბეიშვილი​.

საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებულ საკითხს ასევე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაც. ხოშტარიას თქმით, ცესკოს გამოყენებით ოცნება ცდილობს, განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განმარტება გააკეთა პანდემიის რისკჯგუფის ამომრჩევლებისთვის შექმნილ უბნებთან და იმ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა კანდიდატებისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს აღემატებოდა. განცხადება სრულად შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები