არჩევნები 2020

"მიჯირყვნა" – წულუკიანი ეგზიტპოლის შედეგებს კარიკატურით ეხმაურება

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ შექმნილი შარჟი გააზიარა. 

კარიკატურაზე ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სცემს. 

ოთხი ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგები ერთმანეთისგან განსხვავებულია. მთავარი არხის კვლევაში, რომელიც IPSOS-მა მოამზადა, ქართულ ოცნებას 41% აქვს, ოპოზიციას კი ჯამურად, გარდა პატრიოტთა ალიანსისა, 57%. ფორმულას კვლევაში, რომელიც Edison Research-მა მოამზადა, მმართველ გუნდს 46% აქვს, დანარჩენ ოპოზიციას კი, გარდა პატრიოტთა ალიანსისა, ასევე 57%, თუმცა, გამოკითხულთა 50%-მა პასუხზე უარი თქვა. 

რაც შეეხება სამთავრობო ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებულ კვლევას, ქართულ ოცნებას 55% აქვს. რუსთავი 2-ის კვლევაში კი 52.26%. 

კომენტარები