არჩევნები 2020

ბაქრაძე კობახიძის ბრალდებაზე: ძალიან გადაეღალათ გონება ქართულ ოცნებაში

მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების ბრიფინგს და იმ ბრალდებას, რომელიც მივისმინეთ ევროპული საქართველოს მისამართით. 

დიახ, ქართულმა ოცნებამ გაშიფრა ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, აქამდე დამალული გვყავს საიდუმლო საცავში და ზუსტად 8 საათზე გავხსნით საცავის კარს და ამ ადამიანებს მივუშვებთ უბნებთან, რათა როგები შეიქმნას ხელოვნურად.

როგორც ჩანს, ძალიან გადაეღალათ გონება ქართულ ოცნებაში და დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ბრალდებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ევროპული საქართველო გეგმავს, 20:00-ზე საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნას".

კომენტარები