არჩევნები 2020

ხაზარაძე: ოქტომბრის არჩევნები არის გზა ევროპისაკენ და არა რუსეთისკენ

ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. უნდა მივიდეთ არჩევნებზე ჩვენი მომავლისა და ქვეყნის განვითარებისთვის, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ყველა ჩვენი მხარდამჭერი უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.

ოქტომბრის არჩევნები არის გზა ევროპისაკენ და არა რუსეთისკენ. ბოლო საათები კი ამომრჩეველმა უნდა გამოიყენოს და გააკეთოს სწორი არჩევანი. უნდა დავიცვათ ჩვენი თითოეული ხმა. ჩვენს ყველა უბანზე ჩვენი დამკვირვებლები ძალიან კარგად მუშაობენ, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ და ამით ვაჯობებთ იმ ქაოსს და არეულობას, რომელსაც ქართული ოცნება გვახვევს თავს.

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. პარტიის თავმჯდომარემ ხმა მისცა გადასატანი ყუთის საშუალებით, რადგან კორონავირუსის გამო იზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები