არჩევნები 2020

ბაქრაძე: ამ მდგომარეობით, ქართული ოცნება ჯამურად ოპოზიციასთან მარცხდება

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დარღვევებს ყველა ვუყურებთ, მე არ მინდა, ამ დარღვევების ფონზე დაგვეკარგოს სურათის მთავარი ნაწილი, რომ ამ არჩევნებში ქართული ოცნება მარცხდება. 

თანხა, რომელსაც ხელისუფლება არიგებს, ფული, რომელსაც არიგებენ, არის იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებას უჭირს და ხელისუფლება მარცხდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს მარცხი და უზრუნველვყოთ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ მიიღოს დამაჯერებელი გაკვეთილი, დამარცხდეს რაც შეიძლება დამაჯერებლად, რომ ხვალიდან იყოს სიმშვიდე და არავინ არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგი. ამიტომ ყველას, ვისაც აღარ გინდათ ამ ჭაობში ცხოვრება, ყველას, ვინც დაგღალათ გაურკვევლობამ, უკან წასულმა ქვეყანამ, პრობლემებმა და ჩაკეტილ საქართველოში ცხოვრებამ, ყველას, ვისაც გინდათ, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და სტაბილური, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მობრძანდით არჩევნებზე.  

ამ მდგომარეობით, ქართული ოცნების მხარდაჭერა არის 40%-ზე ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ ყველა ის კვლევა, რომელიც არჩევნების წინ ქვეყნდებოდა, ვგულისხმობ ობიექტურ კვლევებს, შეესაბამება დღეს არსებულ მონაცემებს. ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ გვქონდეს მშვიდობიანი და ლეგიტიმური არჩევნები, სადაც მშვიდობიანად და ლეგიტიმურად დავამარცხებთ ქართულ ოცნებას

ამ ქვეყანაში ცვლილებები, უკეთესობა და სიმშვიდე თითოეული ამომრჩევლის ხელშია. ხელისუფლებამ დღეს უნდა მიიღოს დარმუნებული გაკვეთილი, რომ აზრი აღარ აქვს არეულობის მცდელობას, აზრი აღარ აქვს საზოგადოების დაზაფვრას და ხელისუფლებამ არჩევნები წააგო, ჯერჯერობით, ყველაფერი მიდის ასე. 

ჩვენ ვატარებთ ეგზიტპოლსაც, სადაც ყველა მისულ ადამიანთან ვმუშაობთ და ყველა ამ მონაცემის და საერთო აქტივობის გათვალისწინებით, ამ წუთის მდგომარეობით სურათი არის ისეთი, რომ აქართული ოცნება ჯამურად ოპოზიციასთან მარცხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სურათი მივიყვანოთ ბოლომდე და ეს მარცხი იყოს დამაჯერებელი, რომ დღეს არავინ გააპროტესტოს არჩევნების შედეგი.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე.

კომენტარები