არჩევნები 2020

სააკაშვილი: ხელისუფლება 5-6 საათის შემდეგ შეეცდება ძალადობის აქტებს, უნდა გავანეიტრალოთ

ყველაფერი მიდის სუპერგეგმის მიხედვით. ხელისუფლებას ასეთი დაბალი სულისკვეთება არ ჰქონია არცერთ არჩევნებზე 2012 წლის ჩათვლით. ახლა ესენი 5-6 საათის შემდეგ შეეცდებიან ძალადობის რაღაც აქტებს, ისიც - თუ გამოუვიდათ. ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ. ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო. ზუსტად მახსენდება ასლან აბაშიძის ბოლო ჟამი. 

უბრალოდ, სიმშვიდე, ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ხალხის მისვლა არჩევნებში, ამათი რესურსი უკვე ამოწურულია ხალხის მიყვანის, ბოლომდე "შესხდომა" და მშვიდობიანი შეტევა, ხელისუფლების წყნარი გადასვლის თვალსაზრისით და მიზნით. მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, თუ ახლა სწორად ვიმოქმედებთ. 

ამბობს ექსპრეზიდენტი და ენმ-ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები