არჩევნები 2020

ოქრიაშვილი: აქ ვინც ვართ, ყველას გვაქვს იარაღის ტარების უფლება, რა ელექტროშოკზეა საუბარი?

"ხალხო, ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველას გვაქვს იარაღის ტარების უფლება ოფიციალურად, რა ელექტროშოკზეა საუბარი?" - ასე ეხმაურება დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ ენმ-ს არჩევნებისთვის ელექტროშოკები აქვს მომზადებული. 

"მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ ვიქცევით? მოვდივართ იარაღის გარეშე, თუმცა, გვაქვს იარაღის ტარების უფლება ყველას, ვეტერანებსაც, მეც, დიმა შაშკინსაც.  

იმედი მაქვს, დღევანდელი დღე ექსცესების გარეშე ჩაივლის, იმიტომ, რომ, თუ აქ ექსცესი იქნება, ჩვენი არჩევნები ჩაითვლება არალეგიტიმურად. მე პირადად, ჩავთვლი ამას არალეგიტიმურად. იმიტომ, რომ თვე-ნახევარი ჩვენ ქარცეცხლში გაგვატარეს აქ და ჩვენი მხრიდან რეაგირება არ იყო." - ამბობს კახა ოქრიაშვილი. 

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, რომელშიც დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იარაღით გადაადგილება, შაშკინი რ2-თან საუბარში ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და იგი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ ყოფილა, მიზეზად კი შაშკინი თავდაცვას ასახელებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, ფაქტს ძირფესვიანად შეისწავლიან და სამინისტრო არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები