არჩევნები 2020

მარგველაშვილი: ველი ცვლილებას მრავალპარტიულობის და ხელისუფლების ცვლის მიმართულებით

მოველი საქართველოს პოლიტიკურ სერიოზულ ცვლილებას, სერიოზულად წინ გადადგმულ ნაბიჯს მრავალპარტიულობის მიმართულებით და ხელისუფლების ცვლას მშვიდობიანად, უკვე მეორეჯერ, რაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე სერიოზულად აისახება. ეს განწყობა კიდევ უფრო გამიღრმავდა, თავდაჯერებული გავხდი ბევრად უფრო მეტად, როდესაც მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე და ვნახე ამომრჩევლის რიგები. ამომრჩევლის რიგი საარჩევნო უბანზე საქართველოში ჩვეულებრივ და უმრავლეს შემთხვევაში ნიშნავს ერთს - ეს არის ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანი ხალხის ნებით. ამან დამარწმუნა ჩემს შეხედულებაში, რომ ქართული საზოგადოება მრავალპარტიულ ახალ დემოკრატიას შექმნის საქართველოში, კიდევ უფრო გამიმტკიცა [ეს შეხედულება] უბანზე დანახულმა სურათმა. ამომრჩევლის აქტიურობა არის იმედი, ეს არის ცვლილების იმედი, რასაც ვხედავთ ამ რიგების ფონზე.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

კომენტარები