არჩევნები 2020

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.33%-ია, 2016 წელს 8.34% იყო

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 10:00 საათისთვის ხმის მისაცემად 292 587 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 8.33%-ს შეადგენს. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10.66% იყო, 2016 წლის არჩევნებზე კი – 8.34%. 

ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა აღირიცხა N19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. იქ აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით, 11.8% იყო, ყველაზე ცოტა ამომრჩეველი კი აჭარის N28-ე, N29-ე და N30-ე უბნებზე მივიდა. აქტივობა 7.3% იყო.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები