არჩევნები 2020

ბოკერია: დღეს არის გარდამტეხი ცვლილებების დაწყების დღე, ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს

ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და დღეს არის, აი, ამ ცვლილებების დასაწყისის დღე, დღე, როცა ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს და ამ ცვლილებებისკენ გადადგამენ დიდ ნაბიჯს. ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლას უნდა მოჰყვეს გარდამტეხი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი, როგორც მოქალაქის, ჩემი გუნდის, ევროპული საქართველოს ამოცანა ესაა და მე გავრისკავ და ვიტყვი, რომ ცვლილებების მიღწევა არის ჩვენი ქვეყნის ამოცანა. ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ ამ პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად არასტაბილური რეჟიმის მმართველობის პირობებში დიდი უპირატესობით დავამარცხოთ ის და დავიწყოთ გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში...

უთხრა ამის შესახებ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები