არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას, სრულიად ახალი პოლიტიკის გატარებას, ცვლილებებს

ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნები, იმისათვის, რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა, იმისათვის, რომ დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ დღეს ხმა მისცეს საკუთარ და ოჯახის მომავალს და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს და ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ. 

მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკის გატარებას...

ლელოს ლიდერი და საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა.

კომენტარები