არჩევნები 2020

გახარია: მე გპირდებით, ყველა ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე იქნება მიყვანილი

ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა, რა თქმა უნდა, სრულად და ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ვიღაც შეიძლება დაინტერესებულია, რომ ეს გამოძიება მოხდეს რეგლამენტირებულ დროზე უფრო სწრაფად. ვიღაც ცდილობს, რომ რეგლამენტირებული დრო სრულად გამოიყენოს. ეს არის გარკვეული ნიუანსები. სახელმწიფოს ვალდებულებაა და მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე იქნება მიყვანილი და თითოეულ გამოძიებაზე შედეგი დადგება. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები