არჩევნები 2020

გახარია არჩევნებზე: ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება დასჯილი

ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, მსოფლიოს ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები - თავისუფალი, ღია, დემოკრატიული და ტრანსფარენტული.  

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორც ჩაიარა წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად ტრანფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული, ტრანსფარენტული, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.  

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგებლებისგან იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ.  

შსს-ს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცავად, ასევე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით.

ამბობს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები