არჩევნები 2020

კობახიძე: ოქრიაშვილი ენმ-ში რომ შევიდა, მინი-ბანდა შექმნა, მანამდე არ ჰყავდა

[ოქრიაშვილი] ნაციონალურ მოძრაობაში რომ შევიდა, შექმნა მინი-ბანდა, იქ ადგილზე, მანამდე მინი-ბანდა არ ჰყავდა, რა თქმა უნდა. [მინი-ბანდა] არის, რომელიც პროვოკაციებს აწყობს. ნაცმოძრაობის აქტივით არის ეს მინი-ბანდა დაკომპლექტებული, მანამდე ეს აქტივი მას ბუნებრივია, არ ჰყავდა. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ არაერთი პროვოკაცია ბოლნისსა და დმანისში, რასაც საბოლოო ჯამში, საკადრისი პასუხი აუცილებლად გაეცემა.

ირაკლი კობახიძემ PalitraNews-ის ეთერში ისაუბრა. კახა ოქრიაშვილმა ქართული ოცნება რამდენიმე თვის წინ დატოვა და პარტია დააფუძნა. ახლა ის დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატია.

კომენტარები