არჩევნები 2020

კობერიძე: ენმ-სგან არ გამიკვირდება პროვოკაცია და ოცნებასთან შეთანხმებული მოქმედებები

ჩვენ დღეს გვაქვს ჩვენი წინასაარჩევნო აქცია დაანონსებული მოსახლეობის მობილიზაციისათვის. ისე, სულ არ გამიკვირდება ასეთი ტიპის ძალებისაგან რაიმე მსგავსი ტიპის პროვოკაციული ქმედებები და ქართულ ოცნებასთან გარკვეული შეთანხმებული მოქმედებები. ჩვენ ხშირად გვინახავს პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს ორი ძალა როგორ კვებავს ერთმანეთს.

ეს არ არის დღის წესრიგი. დღეს, დღის წესრიგი არის ის, რომ მოსახლეობამ აირჩიოს ისეთი ახალი ძალა, რომელსაც თავისი პოლიტიკური შინაარსით შეუძლია, რომ ქვეყნის მართვა მშვიდობიანად გადმოიბაროს და მოსახლეობა, ქვეყანა გამოიყვანოს ამ კრიზისიდან, ასეთი ძალა კი არის ლელო

ვაკეში ლელოს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან კობერიძე დღის კურიერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციას ეხმაურება. ენმ-ის წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, არჩევნების დღეს გამარჯვების აქციას აპირებენ და სურთ, ეს პარლამენტის წინ აღნიშნონ. ქართული ოცნების ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, "ნაციონალური მოძრაობა ფსონს სიტუაციის რადიკალიზებასა და არეულობაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება".

კომენტარები