გირჩის ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა.
ამის შესახებ ჯაფარიძემ, Facebook live-ში ილაპარაკა. ის live-ში სამოქალაქო სასამართლოდან ჩაერთო.
"საქალაქო სასამართლოსთან ვართ, სამი დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს, რომ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV-მ გაუშვა თურმე, პარტია გირჩის რეკლამა უფასოდ, დედითმამლუქი თუ გაქვთ ნანახი, მაგ ვიდეოზეა საუბარი, რომ ეგ ყოფილა თურმე გირჩის რეკლამა, რომელიც უფასოდ გაუშვა გირჩი TV-მ. 828 ლარის ოდენობის რეკლამა იყოო ეგო, როგორ დათვალეს, არ ვიცი და გვაჯარიმებენ მაგის ორმაგი ოდენობით და დაგვიბარეს სასამართლოში". – ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე შესვლას და "ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.