არჩევნები 2020

წულუკიანი ჟურნალისტს: ალბათ, თქვენც გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები

ჩემი მადლობა ეფუძნება იმას, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ.

თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ, არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა.

ალბათ, თქვენც გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა პოლიციას. მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი

ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაზე.

კომენტარები