არჩევნები 2020

ევროპული საქართველოს კვლევა: ოცნება – 27.3%, ენმ – 18.5%, ევროპული საქართველო – 11.7%

ReformAustin.org

ევროპულმა საქართველომ 19-25 ოქტომბერს სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კვლევაში 2 800-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ის პირისპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. პარტიაში ამბობენ, რომ კვლევაში ცდომილება 3%-ია.

ევროპული საქართველოს კვლევის მიხედვით, ნედლი პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება – 27.3 %
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 18.5 %
  • ევროპული საქართველო – 11.7 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 5.3 %
  • ლელო – 5.1 %
  • ლეიბორისტული პარტია – 4.1 %
  • გირჩი – 4.03 %
  • ერთიანი საქართველო – 3.01 %
  • გამარჯვებული საქართველო – 2.1 %
  • მოქალაქეები – 1.9 %
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.4 %
  • სხვა პარტიები – 2.3 %
  • არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე – 13.26 %

"ამ კვლევიდან ძალიან კარგად ჩანს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს რეალურად არის ქვეყანაში. მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია, ხოლო ქართულ ოცნებას ამ არჩევნების გამარჯვების შანსი არ აქვს". – ამბობს ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე.

კითხვაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, გამოკითხულთა 65.5% ამბობს, რომ არასწორი მიმართულებით, 30.4 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 4.1% პასუხზე უარს ამბობს, ან არ იცის.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები