არჩევნები 2020

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს: მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება

flickr.com

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

"დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. ზარების მიღება ამ წუთებშიც გრძელდება". – წერია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკომ 26 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დააფიქსირონ თავიანთი მოთხოვნა.

გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები