ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პოლონეთი

პოლონეთში აბორტის აკრძალვის საპროტესტო აქციების გამო ეკლესიებში წირვა ჩაიშალა - PHOTOS

ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2020 - 13:09
tbl.ge/56gf
დაკოპირდა
EPA
Reuters
Reuters
Reuters
Reuters

კვირას, 25 ოქტომბერს, პოლონეთში ათასობით ადამიანმა აბორტის კანონის შეცვლის გამო საპროტესტო აქციები გამართეს. აქციის ფარგლებში დემონსტრანტებმა ეკლესიებში წირვა ჩაშალეს. 

22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. პირველი საპროტესტო აქცია 22 ოქტომბრის საღამოს გაიმართა.

ქალაქ კატოვიცეში, კათედრალთან აქციაზე 7000 ადამიანი, ძირითადად ქალები შეიკრიბნენ. მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებს თავს დაესხნენ, აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ქალაქ პოზნანში ორმოცამდე ადამიანმა ეკლესიაში წირვა ჩაშალა. აქციის მონაწილეების ერთერთი სლოგანი იყო - "კათოლიკე ქალებსაც სჭირდებათ აბორტის უფლება".

"ჩვენი ბრაზი, როგორც პოლიტიკოსებისკენ, ისე ეკლესიის წარმომადგენლებისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათაც შეიტანეს წვლილი ქალების ჯოჯოხეთში, რომელსაც ხელისუფლება ამზადებს". – თქვა მათეუშ სულვინსკიმ, პოზნანში აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა.

კრაკოვში პროტესტის მონაწილეებმა ხეებს შორის შავი საცვლები და ტანსაცმელი ჩამოკიდეს. პოლონეთში აბორტის შესახებ კანონის გამკაცრების წინააღმდეგ პირველი საპროტესტო აქციების დროს აქციის მონაწილეებს შავი სამოსი ეცვათ.

ვარშავაში ერთერთი ეკლესიების კედლებზე მომიტინგეებმა წარწერები გააკეთეს: "აბორტი საზღვრების გარეშე", "თქვენს ხელებზე სისხლია".

"აქ იმიტომ ვარ, რომ, მაწუხებს, რომ სეკულარულ ქვეყანაში ეკლესია მიწყვეტს, რა უფლებები მაქვს, რა შემიძლია გავაკეთო და რისი უფლება არ მაქვს". – თქვა ვარშავაში ეკლესიის წინ გამართული აქციის ერთერთმა მონაწილემ, 26 წლის იულია მიოტკმა. 

საპროტესტო აქციების ლიდერებმა პოლონეთის მმართველი პარტია, კანონი და სამართალი, აბორტზე შეზღუდვების გამკაცრებისთვის სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. პროტესტის ლიდერების აზრით, მმართველმა პარტიამ ეს გავლენიანი ეკლესიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად გააკეთა. კანონი და სამართალი ამას უარყოფს.

პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას უარყოფს ეკლესიაც.

"ეკლესია არ ქმნის კანონს ჩვენს სამშობლოში და ეპისკოპოსები არ წყვეტენ პოლონეთის კონსტიტუციის შესრულება არშესრულების საკითხს... თუმცა, ეკლესია ვერ შეწყვეტს სიცოცხლის დაცვას და ვერ უარყოფს განცხადებას, რომ თითოეული ადამიანი დაცული უნდა იყოს ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე". – თქვა არქიეპისკოპოსმა სტანისლავ გადეცკიმ.

პოლონეთში საპროტესტო აქციები გაიმართა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად. შეზღუდვების ფარგლებში 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებაა აკრძალული. აქტივისტები ამბობენ, რომ ორშაბათს საღამოს კვლავ იგეგმება საპროტესტო აქციების ჩატარება.

22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით, აიკრძალა აბორტი ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის შემთხვევაში და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

პოლონეთიაბორტისაპროტესტო აქციები პოლონეთშიაბორტის საწინააღმდეგო კანონისქესობრივი და რეპროდუქციული უფლებებიპოლონეთის საკონსტიტუცია სასამართლო

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 8 მაისი, 2026 - 17:55პოლონეთმა ევროკავშირის თავდაცვის პროგრამის საშუალებით €46.7 მილიარდის სესხი დაამტკიცა
  • ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025 - 13:37პოლონეთში 19 წლის სტუდენტი დააკავეს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას გეგმავდა
  • ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025 - 12:43ტუსკის თქმით, პოლონეთში სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქება საბოტაჟი იყო
  • კვირა, 19 ოქტომბერი, 2025 - 17:51პოლონეთში, ვარშავაში, რუსეთის საელჩოს ავტომობილი გზაზე ამოტრიალდა
  • ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025 - 22:54ტუსკი: ჩამოვაგდებთ ნებისმიერ მფრინავ ობიექტს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე შემოიჭრება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საია: სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოვიგეთ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 15:30

საია: სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოვიგეთ

Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 14:40

Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს

ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 14:26

ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 13:50

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 13:19

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა
5ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა – ია დარახველიძე

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში