COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება საქართველოში დროებით მუშაობას წყვეტს. ინფორმაციას საელჩო ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეჩერებული სამუშაოების პერიოდში მოქალაქეებს შეუძლიათ სატელეფონო კონსულტაცია მიიღონ.