სწრაფი ტესტები

იმნაძე: დღეიდან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ამოქმედდება, პასუხს 20 წუთში გაიგებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, დღეიდან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება, რომელზეც პასუხი 20 წუთში იქნება ცნონილი. თქვა ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

იმნაძის ინფორმაციით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი მსოფლიოში სულ ორია აღიარებული, აქედან ერთ-ერთი კი საქართელოში არის. მისივე თქმით, ამ ტესტების მარაგი ქვეყანაში 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია.

"დღეს გადაწყდა, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან იღება ნაცხი და მერე სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში სულ ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, ასევე ამერიკის FDI-ს მიერ აღიარებული. ამათი გამოყენება დიაგნოსტიკისთვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისათვის PGR-ის გამოყენება.

დღეიდან დაიწყება ამის გამოყენება, ისევე, როგორც PGR დიაგნოსტიკა. ოღონდ ხაზს ვუსვამ, ანტიგენტზე დამყარებული სწრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება. ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია... PGR-ც გამოიყენება და ესე, ეს იქნება დამხმარე PGR-ისთვის... თავიდან სულ სხვა ტესტებზე იყო საუბარი და ესაა სხვა სწრაფი ტესტი, 20 წუთში პასუხი გექნებათ". – ამბობს იმნაძე.

იმნაძის ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში 10 ათასამდე PGR ტესტირება ტარდება.

დღეს, 23 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი. ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა.

კომენტარები