ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: შფოთვის საფუძველი არაა... თუ აპოკალიფსი იქნება, ამ ტრიბუნიდან ვიტყვით

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არაა საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე პასუხი არ ხდება და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან.

მე მინდა, დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არაა, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება მარტივად რომ ვთქვა, არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვას. თვითიზოლაციაში 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზე ოჯახის ექიმია. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას [...]

პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. ამის პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან. ეს სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ, გთხოვთ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმევა და ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება...

ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები