შევარდნაძე და სააკაშვილი იყვნენ ერთად, რომ გავიხსენოთ. დღესაც ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს, ვინც პოლიტიკურ პარტიებს იცვლის. ისტორიაში პოლიტიკური კონფიგურაციის კარგი მაგალითებიც არის და ცუდიც.
რაც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკოსმა, ადამიანმა – ეს არის ფუნდამენტური შეხედულებები. ჩვენ ვართ მემკვიდრეები ვარდების რევოლუციის ღირებულებების, და, რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებთ იმ ჩავარდნებზეც, რაც იყო.
სააკაშვილმა ამ ღირებულებებს უღალატა და დღეს არის იმ ხალხთან ერთად, ვინც ფუნდამენტურად ამ ღირებულებების მოწინააღმდეგე იყო, ამის სიმბოლო არის, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, რომელიც მას აბრალებდა, რომ ის სომეხია დაფარული და ეთნიკურ შუღლს აღვივებდა. ეს არ არის უბრალოდ პარტიების ცვლილების საკითხი, ეს არის ფუნდამენტური შეხედულებების საკითხი





