არჩევნები 2020

სააკაშვილი: თუ შოპინგზე სიარულია, ყველა ერთად ვივლით და არა მარტო კალაძე და თავისი ცოლი

ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენს შვილებს მივცეთ მართლაც საუკეთესო განათლება, არამარტო ივანიშვილის შვილს, არამარტო ამ მთავრობის წევრების შვილებს. ისინი მარტო თავიანთ შვილებს აძლევენ განათლებას, ისინი ევროპაში დადიან საშოპინგოდ და თქვენ გაგზავნიან ევროპაში დღე და ღამე ძალიან დაბალ შემოსავალზე საშრომელად. 

ჩვენ ვიშრომებთ და შემოსავალი გვექნება ჩვენს ქვეყანაში და თუ შოპინგზე სიარულია, ყველა ვივლით და არა კალაძე, მისი ცოლი და... არავის არ მინდა პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თქვენ რითი ხართ ნაკლები, თქვენ რატო უნდა იყოთ დაჩაგრულები, ნუთუ თითოეულმა თქვენგანმა თქვენი ნიჭით და შრომით არ დაიმსახურა იგივე?!

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვაში, საჩხერეში, ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას.

კომენტარები