არჩევნები 2020

ვაშაძე: დაბალი აქტივობის იმედიღა დარჩა "ოცნებას", მოდით არჩევნებზე, დაუჭირეთ ოპოზიციას მხარი

რა თქმა უნდა, ხალხს ეშინია კორონავირუსის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უფრო მეტად შიმშილის ეშინია და შიმშილის სინონიმი დღეს არის დამსხვრეული ოცნებების პარტია, ფულის მკეთებელთა გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია. მე მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ, ოპოზიციამ, თქვენთან ერთად, უპირობოდ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ერთადერთი, რისი იმედიც დარჩა ქართულ ოცნებას ესაა დაბალი აქტივობა. მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი თქვენ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და მიხვალთ არჩევნებზე.

არჩევნებზე მისვლა ის შემობრუნების წერტილია, რომელიც საქართველოს დღეს სჭირდება. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის მმართველობა, პროფესიონალები ხელისუფლებაში. პირობას ვდებ, რომ ჩვენ სწორედ ასეთი ვიქნებით, ვიქნებით თქვენ სამსახურში. ყველა ამ ნეგატიურ ფონს, რაც ქვეყანაშია, ლარის კურსი, უმუშევრობა, ინვესტიციების არ შემოსვლა, კორონავირუსი, ერთადერთი რამ შემოატრიალებს პოზიტიური განწყობებისკენ, ესაა ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილება არჩევნებზე. ასე, რომ თქვენ ხელშია საქართველოს ბედი, თქვენი პერსონალური ბედი, თქვენი ოჯახის ბედი და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე. გთხოვთ, რომ მოხვიდეთ და ოპოზიციას დაუჭიროთ მხარი.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

კომენტარები