ქართული ოცნება

კობახიძე: ყველაზე მეტი ცდუნება "ოცნებას" აქვს, ნახევარი მლნ-ის ჩამოყვანა შეგვიძლია თბილისში

გუშინ პოლიტიკურმა სუბიექტმა ნაცმოძრაობის სახით აჩვენა ის, რომ მას არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე. ეს არის მარტივი დასკვნა, რომელიც შეიძლება გუშინდელი ღონისძიებიდან გამოვიტანოთ. 

ყველა სუბიექტს, ყველა პოლიტიკურ პარტიას დღეს აქვს იმის საშუალება, რომ ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას სხვადასხვა ფორმით. იქნება ეს ტელევიზიები, სხვადასხვა საარჩევნო რგოლებით დაწყებული, Facebook-ი, სოციალური ქსელები და ა.შ. მაჟორიტარებს შეუძლიათ, იმუშაონ მოსახლეობასთან, ყველანაირი საშუალება არსებობს ამისათვის. ერთადერთი, რაც უნდა შეუზღუდონ საკუთარ თავს, ეს არის მასობრივი შეკრებები, სადაც არ არის დაცული შესაბამისი რეკომენდაციები.  

ბუნებრივია, ყველაზე მეტი ცდუნება გვაქვს ქართულ ოცნებას. ჩვენ შეგვიძლია, ნახევარი მილიონი ადამიანი, მეტიც ჩამოვიყვანოთ თბილისში და მასშტაბური აქცია გავმართოთ, რასაც, შეიძლება, გარკვეული დამატებითი ეფექტი ჰქონდეს, ბუნებრივია, ჩვენს საარჩევნო შედეგზე. მაგრამ, ამას არ ვაკეთებთ ყველაზე მეტი ცდუნების პირობებში. 

გუშინ 1 500 კაცი შეკრიბეს ბათუმის ქუჩებში. ამ პატარა ცდუნებასაც ვერ გაუძლეს. ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობის შედეგი. ვერავინ ვერ დამაჯერებს მე და, ალბათ, საზოგადოების უმეტეს ნაწილს, რომ ეს იყო მხოლოდ უპასუხისმგებლობა. ეს იყო შეგნებული მცდელობა, ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის. როდესაც ქალაქში, სადაც ყველაზე მეტია ვირუსის კონცენტრაცია, ატარებ 1 500-იან შეკრებას, როცა ე.წ. მარშუტკებით ჩაგყავს ადამიანები და სხვა რაიონებში უკან აბრუნებ, მცდელობა გაქვს, რომ ქალაქიდან გადაიტანო სხვა რაიონებში ვირუსი, ეს არის შეგნებული დივერსია და ეს არის შეგნებული დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. 

ქართული ოცნების აღამსრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებთან შეხვედრასა და პარტიის მიერ აჭარის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას იმედის ეთერში ეხმაურება.

კომენტარები