ქართული ოცნება

მდინარაძე: კოალიცია არ დაგვჭირდება, რაციონალურად მოპაექრე პოლიტიკური ძალა არ არსებობს

კოალიცია ქართულ ოცნებას ნამდვილად არ დასჭირდება. შემდეგ წლებში, მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე.  

დღეს, სამწუხაროდ, რაციონალურად მოპაექრე პოლიტიკური ძალა არ არსებობს, დღესაც ვნახეთ ამის თვალსაჩინო მაგალითი. ტყუილის მოგონება რომ გჭირდება, ამ დროს კოალიციაზე ვერ იფიქრებ, თან, თუ რეიტინგი გაქვს ისეთი, რომ ვერ იფიქრებ ქართულ ოცნებასთან კოალიციაზე, მაშინაც ამის ამბიცია არ უნდა გაგაჩნდეს. 

ქართულ ოცნებას, საბედნიეროდ, კოალიცია არ სჭირდება. საბედნიეროდ, ამ ხალხის შემხედვარე. როდესაც ისინი ამბობენ, რომ არიან მომავალი და ჩვენ გვიწოდებენ წარსულს, ეს ნამდვილად სასაცილოა...

თქვა ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან დებატებში.

კომენტარები