ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: უნივერსიტეტებში აუდიტორიული სწავლის 19-დან განახლების გადაწყვეტილება ძალაში რჩება

პრემიერმინიტრ გიორგი გახარიას თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში აუდიტორიული სწავლის 19 ოქტომბრიდან განახლების გადაწყვეტილება ძალაში რჩება. პრემიერმა ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა.

"ჩვენი გეგმის თანახმად უმღლეს სასწავლებლებში უნდა განახლებულიყო სწავლა 19-დან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. 

უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციური სწავლება, ეს განახორციელონ. მაგრამ, იქ სადაც შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩაატარონ აუდიტორიებში". – თქვა გიორგი გახარიამ.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სტუდენტები 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში აუდიტორიულ სწავლებას დაუბრუნდებოდნენ. 12 ოქტომრიდან სასწავლო პროცესი განახლდა საბავშვო ბაღებშიც

15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 208 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ჯამში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები