არჩევნები 2020

გიორგი ვაშაძე დებატებში გახარიას იწვევდა, პრემიერის ნაცვლად კი მამუკა მდინარაძე მივა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დებატებში პრემიერმინიტრ გიორგი გახარიას იწვევდა, თუმცა პრემიერის ნაცვლად დებატებზე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მივა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას თავად მამუკა მდინარაძემ დაუდასტურა.

დღეს, 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტრატეგია აღმაშენებლისა და ქართული ოცნების ლიდერებს შორის დებატები გაიმართება.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და გიორგი ვაშაძემ დებატებში გამოიწვიეს. გიორგი გახარიამ კი აღნიშნა, რომ დებატები შედგება, თუმცა მას ამისთვის დრო "ფიზიკურად არა აქვს".

კომენტარები