კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა

ABC

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 208 და გარდაიცვალა 4 პაციენტი. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები