დავითგარეჯის საქმე

მამა შალვა დავითგარეჯაზე: თუ რუსეთია მტერი, ასეა ნებისმიერი ქვეყანაც, ვინც მიწას გვართმევს

ადამიანები საუბრობენ იმას, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობა გავიფუჭოთ და მზადა ვართ, რომ ეს ტერიტორიები დავთმოთ, რომ ურთიერთობები არ გავაფუჭოთ. და ჩემთვის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწას ისაკუთრებს, არის მტერი, მითუმეტეს დავითგარეჯა – ადგილი, სადაც 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, სადაც ეწამა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. 

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განცხადებას აკეთებს, ან ტელევიზია თუნდაც და რაღაც ისე დგებიან, რომ "აი, არ გვინდა, რომ დაიძაბოს ურთიერთობა". თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით. თუ რუსეთია მტერი, ასეა ნებისმიერი ქვეყანაც, ვინც მიწას გვართმევს

ასე ეხმაურება დეკანოზი შალვა კეკელია დავითგარეჯის საქმეს, რომლის ფარგლებშიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი დააპატიმრეს.

კომენტარები