ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: გამოვლინდა 207 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5, გამოჯანმრთელდა 248 პაციენტი

constructionnews

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 559 შემთხვევიდან 207 აჭარაში გამოვლინდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილი 9 ინფიცირებულიდან 5 - ბათუმში მკურნალობდა.

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 5 პაციენტიდან 4 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით:

  1. "გარდაიცვალა 70 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა."
  2. "78 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება."
  3. "57 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია."
  4. "73 წლის კაცი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია."
  5. "68 წლის ქალი, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა."

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ამ დროის მონაცემებით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობას გადის 542 პაციენტი, მათგან 19 არასრულწლოვანი და 23 ორსულია. ამას გარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 51 ინფიცირებული, Covid-სასტუმროებში – 794 (მათგან 71 არასრულწლოვანი), ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას კი 900-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 61-ია.

13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები